saqarTvelos uReltexilebi - cagerkeris uReltexili
კოორდინატები | 43°25`12` ჩ. გ. 41°00`49` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2270 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
სინონიმი: ცაგარკერის უღელტეხილი.
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2270 მეტრი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ცაგერკერის მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარეების ბზიფისა და დიდი ლაბის ხეობებს.